ისტორიის კონკურსი 3.0. ტუტორთა დამატებითი ჰიბრიდული ტრენინგი

ისტორიის კონკურსი 3.0. ტუტორთა დამატებითი ჰიბრიდული ტრენინგი

26 ნოემბერს, DVV International საქართველოს ოფისში ჩატარდა ჰიბრიდული  დამატებითი ტრენინგი, რომელსაც დაესწრო 10 ისტორიის მასწავლებელი უშუალოდ და 6 ონლაინ თბილისიდან, თელავიდან, ქარელიდან და სურამიდან (1 მამაკაცი და 15 ქალი).

ვრცლად
ექსკურსიები თბილისსა და გორში გამარჯვებულთათვის

ექსკურსიები თბილისსა და გორში გამარჯვებულთათვის

2022 წლის 25-28 ოქტომბერს ერევანში ჩატარდა ისტორიის ბანაკი ისტორიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის. საქართველოს დელეგაციამ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირების მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ამის ნაცვლად, 2022 წლის 29 და 30 ოქტომბერს ექსკურსიები კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლებისთვის ჩატარდა თბილისსა და გორში. მასში მონაწილეობა მიიღო 12 მოსწავლემ და 3 მასწავლებელმა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ვრცლად
საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში გამართული ისტორიის კონკურსის შესახებ

საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში გამართული ისტორიის კონკურსის შესახებ

რატომ კონკურსები?

ვრცლად

პროექტის შესახებ

უარყოფასა და ნოსტალგიას შორის: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორია ოჯახებსა და ადგილობრივ თემებში

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელი გავიდა. ყველას ეგონა, რომ ის მუდმივად იარსებებდა, სანამ საბოლოოდ არ დაიშალა, როგორც ალექსეი იურჩაკმა აღნიშნა გააზრებულად. მას შემდეგ ზოგიერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ დაგმო ტოტალიტარიზმი, რეპრესიები, ადამიანის უფლებების დარღვევები, დანარჩენებს  კი ან საერთოდ არ გაუაზრებიათ წარსული, ან მისი განმეორების ეტაპზე არიან.

ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ სომხეთმა, ბელარუსმა, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ სათანადოდ შეაფასეს საბჭოთა წარსული, ისწავლეს მაგალითებზე. მაგრამ ახლოდან თუ დავაკვირდებით, საბჭოთა მემკვიდრეობა კვლავ აკონტროლებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ეკონომიკასა და პოლიტიკურ კულტურას.  საზოგადოების ერთი ნაწილი მკაცრად გმობს და უარყოფს საბჭოთა კავშირს, მეორე კი, ხმამაღლა გამოხატავს ნოსტალგიას. საბჭოთა ძეგლების რადიკალურ დეკომუნიზაციასა და დანგრევასთან ერთად საბჭოთა ჰიმნებისა და სიმბოლოების აღდგენა ხდება. სტალინისადმი თაყვანისცემა ჩრდილავს ჯერარნახულ რელიგიურ აღორძინებას. და ის, თუ როგორ ვსაუბრობთ საბჭოთა ეპოქაზე, კვლავ გავლენას ახდენს ჩვენს იდენტობაზე.

ისტორიკოსები ამას „წარსულის აჩრდილს“ უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ წარსული ჯერ კიდევ თან გვდევს. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ საკმარისად არ გვისაუბრია ან  ვერ შევჯერდით წარსულზე, ანაც ცალმხრივი, კრიტიკას მოკლებული ნარატივებით ჩავანაცვლეთ. ეს განსაკუთრებით ეხება სკოლაში ისტორიის სწავლებას, რომელიც საბჭოთა პერიოდში ინდოქტრინაციის ინსტრუმენტი იყო, ხოლო ახლა პატრიოტულ აღზრდას უფრო ემსახურება, ვიდრე კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

მხოლოდ ძეგლების აღება და ქუჩების სახელების შეცვლა საკმარისი არ არის წარმოუდგენლად რთული და წინააღმდეგობრივი საბჭოთა გამოცდილების გასააზრებლად. ამის საპირისპიროდ, საბჭოთა წარსულს ჩვენი ქვეყნებისთვის ჯერ კიდევ უჩვეულო მრავალმხრივი პერსპექტივით უნდა მივუდგეთ, კერძოდ, კი ყოველდღიური ისტორიის, მეხსიერების შესწავლის, მიკროისტორიის, ადგილობრივი და ზეპირი ისტორიის პერსპექტივით. ამ მიდგომის პოლიტიკურ კვლევებთან შერწყმით შევძლებთ ჩვენი წინაპრების გამოცდილების სირთულის გაცნობიერებას, რაც დღემდე არსებული სენტიმენტებისა და სტერეოტიპების გაგებაში დაგვეხმარება.

ჩვენი პროექტი იწვევს მასწავლებლებსა და მათ მოსწავლეებს სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, შემოუერთდნენ ჩვენს დისკუსიას საბჭოთა გამოცდილებისა და პოსტსაბჭოთა გარდამავალი პერიოდის შესახებ. ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას, გაცვალოთ იდეები, შეხვდეთ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე, ისწავლოთ ისტორიულ წყაროებთან მუშაობა, ისტორიის წერა, გაიაზროთ, თუ რამდენად კომპლექსური და ბუნდოვანი შეიძლება იყოს წარსული.

პროექტი ხორციელდება სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) მიერ კიორბერის ფონდთან (Körber-Stiftung) თანამშრომლობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

სომხეთში, პროექტი ხორციელდება DVV International სომხეთის ოფისისა და ეთნოლოგიური კვლევების სომხური ცენტრი (Hazarashen)-ის მიერ.

კონკურსის თემა: „დავიწყებასა და გახსენებას შორის: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მეხსიერება ოჯახებსა და საზოგადოებაში“.

კონკურსის ვებსაიტი:

ბელარუსში პროექტს ახორციელებენ DVV International ბელარუსის ოფისი და Historica.

კონკურსის თემა: „კულისებს მიღმა: ოჯახის ისტორიიდან საზოგადოების ისტორიამდე. ახალი დრო, 1986-2000“.

კონკურსის ვებსაიტი:

DVV International ბელარუსის ოფისი პროექტის პირველ ორ ფაზაში იყო ჩართული. 2021 წლის აგვისტოში, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე DVV International ბელარუსის ოფისი დაიხურა.

საქართველოში, პროექტი ხორციელდება DVV International საქართველოს ოფისის, საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციისა (GAHE) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SovLab) მიერ.

კონკურსის თემა: „30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან: (ქვეთემა საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის) ადამიანებისა და თემის მეხსიერება გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოზე / (ქვეთემა საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის) „სკოლა და ცხოვრება“ გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოში“.

კონკურსის ვებსაიტი: https://historycompetitions.ge/  

მოლდოვაში, პროექტს ახორციელებს DVV International მოლდოვის ოფისი და მოლდოვის ახალგაზრდა ისტორიკოსთა ეროვნული ასოციაცია (ANTIM).

კონკურსის თემა: „დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ დიალოგი თაობებს შორის: (ქვეთემა საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის): საბჭოეთის ბოლო თაობა, დამოუკიდებლობის პირველი თაობა / (ქვეთემა საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის) დამოუკიდებლობის ბავშვი საბჭოეთში დაბადებულის წინააღმდეგ“.  

კონკურსის ვებსაიტი:

უკრაინაში პროექტი ხორციელდება DVV International უკრაინის ოფისისა და ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის (NOVA DOBA)-ს მიერ.

კონკურსის თემა: „საბჭოთა წარსული: ისტორიის გადახედვა 2.0“.

კონკურსის ვებსაიტი: https://competition.novadoba.org.ua/