ვის შეუძლია მონაწილეობა?
- საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 12-18 წლის ასაკის მოსწავლეებს.
- მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ჯგუფში შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3 მოსწავლე.
12-14 წლის ასაკის მოსწავლეების შემთხვევაში:
თემა: ,,სკოლა და ცხოვრება“ გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოში“
რა სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი ნაშრომი?
• ისტორიული მოთხრობა (1.000-1.500 სიტყვა);
• ფოტოკოლექცია (მაქსიმუმ 5 ფოტო);
• პოსტერი;
ფოტოკოლექციას, პოსტერს უნდა ერთოდეს აღწერა, მაქსიმუმ 400 სიტყვა.
15-18 წლის ასაკის მოსწავლეების შემთხვევაში:
თემა: „ადამიანების და თემის მეხსიერება გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოზე“
რა სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი ნაშრომი?
- ესსე (2.000-3.000 სიტყვა);
- ფოტოკოლექცია (მაქსიმუმ 5 ფოტო);
- პოსტერი;
- ანიმაცია/მცირე ვიდეო (5-10 წუთი).
ფოტოკოლექციას, პოსტერს და ანიმაცია/მცირე ვიდეოს უნდა ერთოდეს აღწერა, მაქსიმუმ 600 სიტყვა.
რომელ ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი ნაშრომი?
• კონკურსის ოფიციალური ენაა ქართული. თუმცა, ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ორგანიზატორები თავად უზრუნველყოფენ თარგმანს.