16 დეკემბრის ტრენინგები
16 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, “ისტორიის სწავლების სახელმძღვანელო - მეთოდური რეკომენდაციები კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის” ჩატარდა 2 ტრენინგი შემდეგ თემებზე:
- “პროპაგანდა საბჭოთა განათლების სისტემაში - გმირები, ანტიგმირები და მოჩვენებითი გმირები.”
მომხსენებელი: ამირან ჯამაგიძე - თბილისის კლასიკური გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის გამგე, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ინსტიტუტის დოქტორანტი.
- “პროპაგანდა ვიკიპედიაში“
მომხსენებელი: ჯაბა ლაბაძე, სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მენტორი მასწავლებელი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრი, 2019 წლის ისტორიის საუკეთესო მასწავლებელი, ქართული ვიკიპედიის რედაქტორი და ვიკიკლუბების კოორდინატორი.
პროქტი - “ისტორიის სწავლების სახელმძღვანელო-მეთოდური რეკომენდაციები კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის”; რომელიც ხორციელდება გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) და გერმანული კოერბერის ფონდის (Körber Stiftung) ეგიდითა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, მიზნად ისახავს ისტორიაზე დაფუძნებული პროპაგანდის მაგალითების კრიტიკული კვლევას სკოლის სახელმძღვანელოებში, დამხმარე ლიტერატურაში, ისტორიის მასწავლებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამებში, სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას და ცვლილებების დანერგვას ისტორიის მასწავლებელთა მომზადების და გადამზადების სისტემაში.
საქართველოს მხრიდან პროექტის პარტნიორები არიან ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (GAHE) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab).