რიგის და ბუდვას ვიზიტების შედეგების პრეზენტაციები
9 ნოემბერს ისტორიის 2023-2024 წლების კონკურსის ფარგლებში ჩატარებული ორი მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ ანგარიშები წარადგინეს მონაწილეებმა.
კონკურსის გამარჯვებულმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს EUSTORY-ის 2024 წლის სამიტსა და ისტორიის ბანაკში, რომელიც წელს რიგაში, ლატვიაში გაიმართა და მათი გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართულობის გაღრმავებას, ისტორიული პროცესების ანალიზს. მოსწავლეებმა გაანალიზეს, როგორ გამოიყენებოდა პროპაგანდა ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების ფორმირებისთვის.
პროექტის ფარგლებში, კონკურსის წარმატებულმა პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ტუტორების შეხვედრაში, რომელიც ბუდვაში, მონტენეგროში გაიმართა.
პროქტი განხორციელდა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის, გერმანული კოერბერის ფონდის ეგიდითა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.
პროექტი მიზნად ისახავს ისტორიაზე დაფუძნებული პროპაგანდის მაგალითების კრიტიკულ კვლევას სკოლის სახელმძღვანელოებში, დამხმარე ლიტერატურაში, ისტორიის მასწავლებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამებში, სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას და ცვლილებების დანერგვას ისტორიის მასწავლებელთა მომზადების და გადამზადების სისტემაში.