ევრონიუსის ეთერში ისტორიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე ნიკოლოზ სხირტლაძე

ევრონიუსის ეთერში ისტორიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე ნიკოლოზ სხირტლაძე

13 სექტემბერს, ევრონიუსი საქართველოს ეთერში სტუმრად ისტორიის კონკურსის გამარჯვებული, თბილისის 133-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ სხირტლაძე და პროექტში მისი ხელმძღვანელი, პედაგოგი ეკატერინე მაისურაძე იყვნენ.

2023-2024 წლების ისტორიის კონკურსში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა თბილისის 133-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკოლოზ სხირტლაძემ.

მან მოამზადა ვიდეო „პიონერული ორგანიზაცია, როგორც საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო საშუალება“

პროექტის ფარგლებში მოსწავლეს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ეკატერინე მაისურაძე.

გამარჯვებულს საზეიმოდ გადაეცემა პრიზი და მონაწილეობას მიიღებს ისტორიის საერთაშორისო ბანაკში, რომელიც გაიმართება 23-27 ოქტომბერს რიგაში, ლატვიაში. ხოლო წარმატებული პედაგოგები მონაწილეობას მიიღებენ ოქტომბერში ტუტორების საერთაშორისო შეხვედრაში ჩერნოგორიაში.

წლევანდელი კონკურსის თემა იყო „ისტორიის გაყალბება - პროპაგანდის ინსტრუმენტი”.

პროქტი ხორციელდება გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის და გერმანული კოერბერის ფონდის ეგიდითა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, მიზნად ისახავს ისტორიაზე დაფუძნებული პროპაგანდის მაგალითების კრიტიკულ კვლევას სკოლის სახელმძღვანელოებში, დამხმარე ლიტერატურაში, ისტორიის მასწავლებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამებში, სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას და ცვლილებების დანერგვას ისტორიის მასწავლებელთა მომზადების და გადამზადების სისტემაში.

საქართველოს მხრიდან პროექტის პარტნიორები არიან ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

English / Русский