DVV International ვაკანსია მკვლევარის/ექსპერტის პოზიციაზე

DVV International ვაკანსია მკვლევარის/ექსპერტის პოზიციაზე

შესავალი

DVV International არის გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს გერმანიის მასშტაბით არსებული დაახლოებით 900 ზრდასრულთა განათლების ცენტრის (Volkshochschulen - VHS) და მათი სახელმწიფო ასოციაციების ინტერესებს, რომლებიც დამატებითი განათლების მიმწოდებლებია გერმანიაში.

DVV International-მა, როგორც ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების (ALE) და განვითარების თანამშრომლობის სფეროში წამყვანმა პროფესიულმა ორგანიზაციამ, ვალდებულება აიღო, ხელი შეუწყოს უწყვეტი სწავლის უფლების რეალიზებას მთელ მსოფლიოში და 50 წელზე მეტია ხორციელებს პროგრამებს განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში და ევროპაში. DVV International აძლიერებს ALE ეროვნულ სისტემებს  და მხარს უჭერს ახალგაზრდებისა და ზრდასრულთა განათლების მდგრადი სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მსოფლიოს 30-ზე მეტ პარტნიორ ქვეყანაში.

DVV International საქმიანობას აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), გერმანიის ფედერალური საგარეო უწყება, ევროკავშირი და ა.შ.

 წინაპირობა

DVV International, Korber Foundation-თან, ევროპული ქსელ EUSTORY-თან და რამდენიმე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ისტორიის სწავლების სახელმძღვანელო-მეთოდური რეკომენდაციები კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის”.

2017-2022 წლებში განხორციელებული 3 პროექტი „ისტორიის კონკურსი“ ეფექტური აღმოჩნდა ახალგაზრდებთან, სამოქალაქო საზოგადოების აქტიორებთან და მასწავლებლებთან მუშაობის კუთხით. ამასთან, ამ პროექტებმა გამოავლინეს ისტორიის განათლების ფუნდამენტური პრობლემები: ისტორიის მასწავლებელთა არასაკმარისი მომზადება, მედია წიგნიერების ნაკლებობა, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს სკოლაში ისტორიის პოლიტიზება და ეროვნული ისტორიის სასწავლო გეგმების იზოლაციონიზმი.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ბოლოდროინდელმა ესკალაციამ ყარაბაღში და გაყინულმა კონფლიქტებმა დნესტრისპირეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, აჩვენა სამხედრო კონფლიქტებში ისტორიის პოლიტიკური (არასწორად) გამოყენების საფრთხე და გააძლიერა სასკოლო ისტორიის განათლების მნიშვნელობა, რათა სკოლის მოსწავლეები დაცული იყვნენ პოლიტიკური მანიპულაციებისგან და  შეეძლოთ დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნება.

ამგვარად, მიმდინარე პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს სკოლაში ისტორიის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. ამ მიზნით შეიმუშაოს ეროვნული საგანმანათლებლო მოდული მასწავლებლების მომზადება/გადამზადებისთვის (სახელმძღვანელო-მეთოდური რეკომენდაციები), რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიის სწავლების წყაროზე დაფუძნებულ მიდგომას. პროექტის ერთერთი მთავარი მიზანია, ისტორიაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროპაგანდის საკითხის შესწავლა მედიასა და სასკოლო სასწავლო გეგმებში და ამის საფუძველზე, სახელმძღვანელო-მეთოდური რეკომენდაციების შეთავაზება პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობისთვის სკოლებში და უმაღლესი სასწავლებლების სპეციალურ ფაკულტეტებზე.

 მიზნები

კვლევა მიზნად ისახავს სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებული ბაზრის, ისტორიის სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლების გადამზადების არსებული პრაქტიკის შესწავლას ისტორიაზე დაფუძნებული პროპაგანდის საკითხებზე. ადგილობრივმა ექსპერტებმა ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უნდა განიხილონ არსებული სასწავლო პროგრამები, გამოკითხონ ისტორიის მასწავლებლები და გააანალიზონ ისტორიის სახელმძღვანელოები. ეროვნული ექსპერტები თავიანთ დასკვნებს გაუზიარებენ ერთმანეთს და საერთაშორისო ექსპერტებს ონლაინ შეხვედრების დროს.

 მეთოდოლოგია

დაინტერესებულმა ექსპერტებმა და/ან კვლევითმა ორგანიზაციებმა უნდა შემოგვთავაზონ საკუთარი მეთოდოლოგია ზემოთ ჩამოყალიბებული მიზნების მისაღწევად. საჭიროების შემთხვევაში, DVV International, Korber Foundation და პარტნიორი ორგანიზაციები დაეხმარებიან შესაბამისი დოკუმენტაციის, პუბლიკაციების და ეროვნული ექსპერტების, მასწავლებლებისა და პარტნიორების საკონტაქტო მონაცემების მოძიებაში.

 ამოცანები და ვადები

ეროვნულმა ექსპერტებმა უნდა იკვლიონ და გაანალიზონ საქართველოში არსებული სამი ურთიერთდაკავშირებული სფერო მათ მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიით. შეფასებები უნდა შეათანხმონ ერთმანეთთან და ასევე საერთაშორისო ექსპერტებთან.

სფერო 1. ისტორიის სწავლების არსებული საგანმანათლებლო ბაზრის და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა შემდეგი მიმართულებით:

- არსებული უფასო/ფასიანი, არასამთავრობო კურსების შინაარსის შესწავლა პროპაგანდის, ისტორიის ინსტრუმენტალიზაციის, მეხსიერების შესწავლის, ისტორიის მედიატიზაციის, ან სხვა მსგავს თემებზე, რომლებიც მოიცავენ ისტორიაზე დაფუძნებული პროპაგანდის საკითხებს.

- ისტორიის მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომი ფორმალური კურსების და/ან თემების კვლევა (სამთავრობო, საუნივერსიტეტო, შემდგომ განათლებაზე დაფუძნებული): რას მოიცავენ ისინი ისტორიაზე დაფუძნებულ პროპაგანდასთან, ისტორიის გამოყენებასთან და მეხსიერების შესწავლასთან დაკავშირებით.

სფერო 2. სახელმძღვანელოების შესწავლა შემდეგ საკითხებზე:

- საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის ყველაზე აქტიურად გამოყენებადი სახელმძღვანელოების შედარება მე-20 და 21 საუკუნეებში ისტორიის სახელმძღვანელოებში არსებული ლიტერატურის ფონზე;

- შერჩეულ სახელმძღვანელოებში ეროვნულმა ექსპერტმა უნდა შეადაროს, თუ როგორ არის წარმოდგენილი: „სხვები“ -  სახელმწიფოში არსებული ეთნიკური ჯგუფები; როგორ ხდება ინფორმაციის მოწოდება მეზობელი ერების  მდგომარეობის შესახებ; კონფლიქტები მეზობელ ერებთან; ექსპანსიონიზმისა და ეროვნული უპირატესობის საკითხები; პროპაგანდა წარმოდგენილი რუკებით, ფოტოებით და ა.შ.

სფერო 3. მასწავლებელთა პერსპექტივის შესწავლა, რაც გულისხმობს შემდეგს:

- ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მოეწყოს ფოკუს ჯგუფები, ან ისტორიის მასწავლებლების გამოკითხვა, რათა შესწავლილ იქნას „სხვების“, მეზობელი ერების, მეზობელ ერებთან კონფლიქტების, ექსპანსიონიზმისა და ეროვნული უპირატესობის შესახებ სწავლების პრობლემები.

კვლევა უნდა დაიწყოს 2023 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში და დასრულდეს სექტემბრის შუა რიცხვებამდე პერიოდში.

კვლევის ფარგლებში უნდა დამუშავდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, გაკეთდეს საქართველოში არსებული სიტუაციის შედარებითი ანალიზი და შემუშავდეს რეკომენდაციები.

ეროვნულმა ექსპერტებმა მოკლე ანგარიშების სახით ინგლისურ ენაზე რეგულარულად უნდა მიაწოდონ საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაცია მათ მიერ გაკეთებული ანალიზისა და დასკვნების შესახებ თითოეულ ზემოაღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებით.

 კვლევის საბოლოო პროდუქტი

კვლევის შედეგად ექსპერტებმა უნდა შეიმუშაონ სახელმძღვანელო-მეთოდური რეკომენდაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 განაცხადის პროცედურები

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  2023 წლის 31 ივლისი.

განაცხადის პაკეტი უნდა შეიცავდეს:

- დაინტერესებული ექსპერტის CV;

- ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის და გამოცდილების შესახებ (თუ განმცხადებელი ორგანიზაციაა);

- განმცხადებლის სამოტივაციო წერილს ამ სფეროში არსებული გამოცდილების დეტალური აღწერით და ისტორიის სწავლების პრობლემების ღრმად გაცნობიერებით;

- სასურველი ანაზღაურების ოდენობა (ეროვნულ ვალუტაში საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა გადასახადის ჩათვლით).

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ სააპლიკაციო პაკეტი ელექტრონული ფორმით ქართულ და ინგლისურ ენებზე. შემდეგ მისამართზე: katsitadze@dvv-international.ge სათაურში მიუთითეთ “კვლევა ისტორიის საკითხებზე”.

საკონტაქტო პირი: ლიკა კაციტაძე

English / Русский