ისტორიის კონკურსი 3.0. ტუტორთა დამატებითი ჰიბრიდული ტრენინგი
26 ნოემბერს, DVV International საქართველოს ოფისში ჩატარდა ჰიბრიდული დამატებითი ტრენინგი, რომელსაც დაესწრო 10 ისტორიის მასწავლებელი უშუალოდ და 6 ონლაინ თბილისიდან, თელავიდან, ქარელიდან და სურამიდან (1 მამაკაცი და 15 ქალი).
ტრენინგის პროგრამა მოიცავდა შემდეგ თემებს:
- ახალგაზრდობა და ისტორია: გამოცდილება, პერსპექტივები და ღირებულებები.
WeResearch-ისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის დეპარტამენტის ერთობლივი პუბლიკაციის პრეზენტაცია.
მომხსენებელი: თიკო ხომერიკი, WeResearch-ის მკვლევარი.
- 1956 წელი - აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში - საერთო და განმასხვავებელი.
მომხსენებელი: ნათია ფირცხალავა, ევროპული სკოლისა და ნიუტონის სკოლის ისტორიის მეთოდისტი, ევროკლიოსა და ისტორიანას ექსპერტი.
- „ისტორიის და ცივილიზაციათა ახალი კვლევა”; „სხვათა სახე ისტორიის სახელმძღვანელოებში 90-იან წლებში“.
მომხსენებელი: გიორგი კიკნაძე, იმსა-ს წევრი.