ექსკურსიები თბილისსა და გორში გამარჯვებულთათვის
2022 წლის 25-28 ოქტომბერს ერევანში ჩატარდა ისტორიის ბანაკი ისტორიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის. საქართველოს დელეგაციამ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირების მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ამის ნაცვლად, 2022 წლის 29 და 30 ოქტომბერს ექსკურსიები კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლებისთვის ჩატარდა თბილისსა და გორში. მასში მონაწილეობა მიიღო 12 მოსწავლემ და 3 მასწავლებელმა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
პირველ დღეს ღონისძიების მონაწილეები ესტუმრნენ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს. ამის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პროექტის ერთ-ერთი პარტნიორ ორგანიზაციაში „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (სოვლაბი), სადაც მოსწავლეები გაეცნენ მის საქმიანობას და ერთმანეთს წარმოუდგინეს საკუთარი ნაშრომები, რომლებმაც გაიმარჯვეს კონკურსში. შეხვედრას უძღვებოდა სოვლაბის მკვლევარი რუსუდან კობახიძე. დასასრულს სოვლაბის დირექტორმა, ირაკლი ხვადაგიანმა თბილისში ჩაატარა ექსკურსია „წითელი ტერორის ტოპოგრაფია“ და საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშები გააცნო. მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ისტორიის წინა კონკურსში გამარჯვებულთა ნაშრომების პუბლიკაციები და ასევე სოვლაბის მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული ნაშრომები.
მეორე დღე დაიწყო სტალინის მუზეუმის მონახულებით. ამის შემდეგ, შთაბეჭდილებებით დატვირთული ახალგაზრდები ეწვივნენ კლდეში ნაკვეთ ანტიკურ ქალაქს უფლისციხე. ამ დღემ კიდევ უფრო გააღრმავა მოსწავლეების ცოდნა საბჭოთა წარსულისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. საღამოს ექსკურსიები საბჭოთა ოკუპაციისა და სტალინის მუზეუმებში და ასევე, თბილისის ექსკურსია ჩაატარეს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის სოვლაბის წარმომადგენლებმა.