პროექტის ახალი, რეგიონული პორტალი EUSTORY-ს პორტალის სივრცეში

პროექტის ახალი, რეგიონული პორტალი EUSTORY-ს პორტალის სივრცეში

EUSTORY-ს ქსელმა ისტორიის კონკურსების პროექტის რეგიონული ვებ-პორტალი შექმნა, რომელიც თავს უყრის ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობაზე ხუთივე მონაწილე ქვეყანაში - ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. პორტალის მისამართია http://history-competitions-ks-dvvi.org/, თუმცა ის EUSTORY-ს პორტალის ერთგვარ ქვეგანყოფილებას წარმოადგენს, მის სივრცეშივეა შექმნილი. ამიერიდან ამ პორტალზე ვიხილავთ სიახლეებსა და ინფორმაციას პროექტის სხვადასხვა აქტივობებზე.

პორტალი მიესალმება ასევე ჩვენი მხრიდან თანამონაწილეობას და განსაკუთრებით კი გასულ წლებში პროექტში ჩართულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარებას. თუკი შეგიძლიათ გვიამბოთ პროექტში თქვენი მონაწილეობის შესახებ, გთხოვთ მოგვწერეთ მისამართზე historycompetitions@gmail.com ან ჩვენს ფეისბუკ-გვერდზე მესინჯერში - https://www.facebook.com/HCgeorgia3.0

English / Русский