2019-2020 კონკურსის შედეგები

2019-2020 კონკურსის შედეგები

დასასრულს მიუახლოვდა 2019-2020 წწ. ისტორიის კონკურსი საქართველოში. კონკურსში შემოსულ 40 ნამუშევარს ანონიმური ფორმით აფასებდა 8 კაციანი კომპეტენტური ჟიური. ფასიანი პრიზებით აღინიშნა 5 საუკეთესო ნაშრომის ავტორი. წარმატებით ჩაიარა კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალმაც.

ამჟამად მზადდება პუბლიკაცია, რომელშიც შევა 16 საუკეთესო ესსე, ფოტო-მასალა და პოსტერი. კონკურსზე შემოსული ვიდეო მასალა აიტვირთება Youtube-ის სპეციალურ არხზე, რომელიც ეძღვნება ისტორიის კონკურსს საქართველოში. პუბლიკაციას სერტიფიკატთან ერთად ფოსტის საშუალებით გაუგზავნით კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს, ასევე ყველა სხვა დაინტერესებულ პირს.

ამჟამად ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს ისტორიის საერთაშორისო ბანაკი, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობას იღებს 6 საუკეთესო კონკურსანტი.

დადგა დრო კონკურსის შედეგების შეჯამებისა და სამომავლო რეკომენდაციების შემუშავებისა. ამისთვის შაბათს, 14 ნოემბერს, 14:00 საათზე გიწვევთ ტუტორთა ონლაინ ვორკშოპზე (იხ. თანდართული პროგრამა). ჩვენი შემდეგი შეხვედრა გაიმართება ერთი კვირის თავზე, 21 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხოლო დასკვნითი ვორკშოპი კვირას, 29 ნოემბერს, 14:00 საათზე.

შეხვედრის ლინკს გამოგიგზავნით ხუთშაბათს, 12 ნოემბერს. გარდა ვორკშოპის უშუალო მონაწილეებისა, დაინტერესებულ პირებს თვალყურის დევნება შეეძლებათ ფეისბუკზე პირდაპირი გადაცემის საშუალებით.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა.

საუკეთესო სურვილებით,
ისტორიის კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი

English / Русский